Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს რომ მისი თანამშრომლები არ გაფიცულან – „გაფიცვა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს იყო ჩემი აზრი, რომელიც კოლეგებს მივაწოდე“

მარშალ პრესი 10/12/2024
vaxtang bejitashvili

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ მისი კომპანიის თანამშრომლები არ გაფიცულან. გაფიცვისკენ მოწოდება კოლეგებისთვის მხოლოდ იდეის შეთავაზება იყო.

„გაფიცვა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს იყო, უბრალოდ, აზრი. გამოსავლის ძიებაშია ყველა და გვინდა, რომ ეს მარაზმი და უბედურება, რაც ქუჩებში ხდება, შეჩერდეს. ზოგადად, თითოეული ჩვენგანი ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვეძებთ. ეს იყო ჩემი აზრი, რომელიც ჩემს კოლეგებს მივაწოდე. დანარჩენს, მარტო მე რას დავაპირებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არც ექნება. ყველამ ერთად უნდა ქნას ეს ამბავი. ჯერჯერობით, გაფიცვასთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხი არ მაქვს. მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, ჯერჯერობით, ამას ასეთი სახე არ მისცემია, რომ იყოს მოლაპარაკებები და ვინმე ამით დაინტერესებული. შესაბამისად, ეს უბრალოდ აზრია, რომელიც დავაფიქსირე მე, როგორც მოქალაქემ და ბიზნესის წარმომადგენლებმა. შემდგომი რეაგირება მაგას, ჯერჯერობით, არ აქვს და პირი არ უჩანს, ვნახოთ, შეიძლება რამე შეიცვალოს“, – თქვა „პრაიმტაიმთან“ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზურპატორები ხელისუფლებაში დარჩებიან, მაშინ ყველა ბიზნესის წარმომადგენელს მიადგებიან. მისი აზრით, შექმნი ვითარებაში გამოსავალი არის ის, რომ ბიზნესმა 1 დღე შეაჩეროს ფუნქციონირება, რათა დასაქმებულებმა შეძლონ საკუთარი პროტესტის გამოხატვა. ეს დღე კი პრეზიდენტის არჩევის დღე უნდა იყოს.

Continue Reading

Previous: 5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია “საკრალური მსხვერპლი”, რომელიც პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს – წინასწარ დააზიანეს ვიდეოკამერები, რომ დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება გაჭირდეს
Next: მამუკა ხაზარაძის ბიძაშვილი, ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ბიზნესი ამ ეტაპზე არ გაფიცულა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025