IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მე არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, როდესაც არ თანხმდება გირაოს გადახდაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს და მისცემს მას შესაძლებლობას საპატიმროდან გათავისუფლდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით საზოგადოებისთვის აშკარაა, რომ პატიმრობის მთავარი შემოქმედი თავად ნიკა მელიაა.

„მე არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ბატონი ნიკანორ მელიას მხრიდან, როდესაც არ თანხმდება გირაოს გადახდაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში არსებობს და მისცემს მას შესაძლებლობას, საპატიმროდან გათავისუფლდეს. როგორც ჩანს, მას სურს, რომ თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს და აქედან გამომდინარე, რაღაც დივიდენდები მიიწეროს. იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვისაც, რომ პატიმრობის მთავარი შემოქმედი გახლავთ თავად ნიკა მელია, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის ფონდი, რომლითაც შეიძლება საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება