საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც საომარი სტრატეგიით მოქმედებენ.
„მაშინ, როდესც საქართველო ევროკავშირის მხრიდან ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც უარს არ ამბობენ თავიანთ გეგმაზე. ეს, შეიძლება, საბოლოო ჯამში, შევაფასოთ, როგორც ოპოზიციის საომარი სტრატეგია. ეს ომისკენ მიმართული პარტიული გეგმები მათთვის კერძო, პარტიულ წარმატებასთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს თამარ ტალიაშვილი.
რამდენიმე დღეში ევროკომისიის შეფასება ცნობილი გახდება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს – ამბობენ რომ, ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
