IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის და ყოველთვის ცდილობს, პროცესების რადიკალიზება მოახდინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ასე იყო მაშინაც, როდესაც მთლიანად დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ მათ შემოსულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობდნენ ამაზე და მათი რიტორიკა სიძულვილის ენითაც კი გამოირჩეოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ასე რომ ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი, რომელიც სინამდვილეში არის იმისკენ, რომ მოხდეს რადიკალიზაცია, მაგრამ რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ ამის არც შანსი და არც პერსპექტივა აქვთ და დათანხმდებიან ჩვენი საზოგადოების უმეტესობის აზრსა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მით უკეთესი იქნება მათთვის, რა თქმა უნდა თუ უნდათ რომ ქართულ პოლიტიკაში მომავალი ჰქონდეთ “, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება