IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება შინაარსსა და მოთხოვნებს, ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდული, რომელსაც მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით აქვს და არც ქვეყნის გარეთ და ეს რასაკვირველია, ასე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი დიდი ხანია არის ის, რომ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაძაბულობა, ასევე ძალადობის ინსცენირება შემოიტანოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება შინაარსსა და მოთხოვნებს ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდული, რომელსაც მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით აქვს და არც ქვეყნის გარეთ და ეს რასაკვირველია, ასე იქნება. ოპოზიციის მიზანი ძალიან დიდი ხანია არის ის, რომ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაძაბულობა, ასევე ძალადობის ინსცენირება შემოიტანოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცხადია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ამას პირველ რიგში არ დაუშვებს ქართული საზოგადოება. ამიტომ, ვინც ეცდება ამ პრინციპებზე ააგოს თამაშის წესები განწირულია, რადგან ეს თანამედროვე საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში ვერასდროს იპოვის პერსპექტივას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება