Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ – სახალხო დამცველი

მარშალ პრესი 09/12/2024
levan-ioseliani

აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, ორი აზრი არ არის“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ის 300-ზე მეტ დაკავებულს შეხვდა.

„300-ზე მეტ დაკავებულს შევხვდი პირისპირ და მათი ძალიან დიდი უმრავლესობა, 200-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.“, – განაცხადა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: ტელეკომპანია “იმედი” არ აპირებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას – “იმედი”-ს განცხადება
Next: კუდის მოქნევის მორიგი ძალიან ცუდი მცდელობა – მამუკა მდინარაძე სანქციებთან დაკავშირებით ბლინკენის განცხადებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.