Skip to content
14/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი, საფრანგეთიდან ფოტოსესიის ამარა ბრუნდება

მარშალ პრესი 09/12/2024
tamar chiburdanidze

„მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას აფასებს.

როგორც ჩიბურდანიძემ აღნიშნა, „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგიანი და ზურაბიშვილმა ის პასუხი და მხარდაჭერა ვერ მიიღო, რასაც ელოდებოდა.

„საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით და მისი მაჭანკლობით დაგეგმილი სცენარი სრულად ვერ განხორციელდა. ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და „კორიდორში” გამართული „სიღრმისეული საუბარი” დონალდ ტრამპთან ვერ აღმოჩნდა შედეგის მომტანი ქართული მაიდნის ლიდერისთვის.

მთავარი ის კი არ იყო, რას ეტყოდა ზურაბიშვილი ტრამპს, მთავარი ის იყო, ტრამპი რას ეტყოდა მას. რევოლუციონერებს სჭირდებოდათ თუნდაც ერთი მხარდამჭერი სიტყვა მისგან, მაგრამ ეს არ მოხდა. ყველა დიდმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილმა დაიჩივლა, მიიღო ერთადერთი პასუხი – „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”.

დიახ, ეს ასეა და ეს გვახარებს, მაგრამ დგანან თუ არა ისინი კანონდამრღვევი პრეზიდენტის და მისი კრიმინალური დაჯგუფების გვერდით, ამას მალე გავიგებთ. ჯერჯერობით არის ის, რომ საფრანგეთში რევოლუციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად წასული პრეზიდენტი ფოტოსესიის ამარა ბრუნდება.

ყველა ქვეყნის ნორმალური პრეზიდენტი დგას ჯერ საკუთარი ხალხის და მერე ჩვენს გვერდით. განსხვავებით ჩვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისგან, რომელიც მსოფლიო ლიდერებს ყელგამოღადრული სთხოვდა მხარდაჭერას არა საქართველოს, არამედ ისევ მათივე ქვეყნების სასარგებლოდ. საბედნიეროდ, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ბოლო დღეებს ითვლის,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს
Next: ტელეკომპანია “იმედი” არ აპირებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ზეწოლის გამო სარედაქციო პოლიტიკის გადახედვას – “იმედი”-ს განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.