Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არავითარი კოაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 09/12/2024
irakli kobakhidze

არავითარი კოაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა გააგრძელებს დღის წესრიგით მუშაობას, 4-წლიანი სამთავრობო პროგრამისა და გაცემული დაპირებების შესრულებას.

„ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ჩვენ გვაქვს შესასრულებელი სამთავრობო, 4-წლიანი პროგრამა და ის დაპირებები, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვსურს, რომ 40 მლრდ-ით გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, გვინდა, რომ 4%-მდე შევამციროთ უმუშევრობა, 4 %-მდე შევამციროთ სიღარიბე, შევქმნათ ახალი საუნივერსიტეტო სისტემა და ა.შ.

ამასთან ერთად, ამ პროგრამის შესრულებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 4 წლის თავზე საქართველოში და უფრო ადრეც, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დასრულებული ლიბერალური ფაშიზმი.

უნდა იყოს განეიტრალებული ის ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების გახლეჩვას, დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით 4 წლის თავზე და უფრო ადრეც მივიღოთ სრულიად განსხვავებული ვითარება. აღარ დარჩება კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და თავიდან ბოლომდე გარედან იყო ეს ყველაფერი მოხვეული, არავითარი კოჰაბიტაციის ნიშანწყალი და არავითარი ლიბერალური-ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას – მათ ერთ-ერთ ლიდერს წამოსცდა, რომ 20 იანვრამდე უნდა მოასწრონ ხელისუფლების შეცვლა, მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე დაასრულებენ მცდელობას, რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში
Next: ყველას ვპირდები, რომ სახელმწიფოს სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს და ახალ წელსაც ყველა იზეიმებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.