ზოგიერთს გაცნობიერებული არ აქვს, რომ პირბადის არგაკეთებით დააინფიცირა ადამიანები, რომელთაგან 24 საათში 27 გარდაიცვალა – თენგიზ ცერცვაძე

251
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ვისაც პირბადე არ უკეთია, მას თავისი პასუხი აქვს – ვირუსის არ მეშინია, ეს იცით როგორაა, ომში ვინც მიდის და ჰგონია, რომ არ დაიღუპება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა. მე მინახავს, თავს როგორ იწონებენ, იმით, რომ პირბადე არ უკეთიათ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. უცხოეთში, არავის სიამოვნებს პირბადის ტარება, მაგრამ ევროპის ქვეყნებში, მოსახლეობის 80-90 პროცენტი პირბადეს ატარებს. შეიძლება შენ არ დაგემართოს, მეორე და მთავარი, შენ ხარ ინფექციის გავრცელების წყარო. ის, რომ დღეს 27 ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეკეთა პირბადე და იმ ვიღაცას ეს გაცნობიერებული არ აქვს, მან რომ პირბადე არ გაიკეთა, ამით ვიღაცა დააინფიცირა და ვიღაცებიდან 27 ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 325 665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 304 935 გარდაიცვალა 4 363 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება