Skip to content
19/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ თუ არ დავასრულეთ პირველი ფაზა ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ ძალიან გვიან იქნება

მარშალ პრესი 09/12/2024
giorgi gaxaria

გახარიამ, ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ თანმიმდევრულად მიყვებიან გეგმას, რომლის პირველი ფაზა ახალ წლამდე, ან აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდე უნდა დასრულდეს.

როგორც გახარიამ “ფორმულას” ეთერში განმარტა, თუ მათი გეგმა შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე არ შესრულდება, მერე ძალიან გვიან იქნება.

“ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ჰქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა, მერწმუნეთ, ჩვენ თუ არ დავასრულეთ ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე, ეს ძალიან გვიან იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ მოხდეს ამ ინსტიტუტების.” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი თარგამაძის დამაზუსტებელ რეპლიკაზე, “ტრამპის ადმინისტრაციის ამოქმედებამდე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დავაზღვიოთ გარკვეული რისკები პერსპექტივაშიც, ამ ეტაპზევე ჩაბეტონდეს, მათ შორის, შტატებსა და ევროპაში ერთობლივი პოზიცია, პოლიტიკა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების უარყოფასთან მიმართებაში” – გიორგი გახარიამ უპასუხა: “რა თქმა უნდა, დიახ.”

Post navigation

Previous: “მთავარმა არხმა” “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა. მისი ოჯახის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიან. მიჩნდება ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზადაა ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს და ის ამისთვის სისხლს არ მოერიდება
Next: თითქოს წინ უდევთ სცენარი და ამ სცენარიდან ყოველ დღე ახორციელებენ იმას, რასაც თავის დროზე მოჰყვა მაიდანი, ყველას შევახსენებ, მაიდანის რომანტიზებას რომ ცდილობს ზოგიერთი, 100-ზე მეტი ადამიანი მოკვდა მაიდანის დროს – ეს უნდათ საბოლოო ჯამში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.