Skip to content
30/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს, ეს არის შემდგომში ბევრისთვის წამახალისებელი

მარშალ პრესი 08/12/2024
LADO BOJADZE

მინდა დავგმო გუშინდელი ფაქტი, თქვენ იცი, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ძალადობას არ გმობს ოპოზიცია. გმობენ მხოლოდ შერჩევით ძალადობას და როგორც ჩანს ეს არის ხოლმე შემდეგ ბევრისთვის წამახალისებელი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის განცხადებით, გუშინ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტი, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ საქართველოს და მისი სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პოლარიზება მოქალაქეებში.

„ჩვენ ყველანაირი ძალადობა დავგმეთ, ჩვენთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა ის რაც გუშინ ვნახეთ, თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს, აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სტაბილურობის მტრებს, ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტად პოლარიზაციის გაღრმავება და ეს არის სამწუხაროდ, სწორედ მაიდანის სცენარი.

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ სცენარს მიჰყვება. თუმცა, იცით თქვენ, რომ მაიდანი საქართველოში არ შედგა და არც შედგება იმიტომ, რომ არეულობას, დესტაბილიზაციას და ქაოსს ვერც ქართული სახელმწიფო და ვერც ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Post navigation

Previous: შსს-ს ცნობით, აქციებზე 150 -მდე პოლიციელი დაშავდა
Next: “მთავარმა არხმა” “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში მონაწილე პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა. მისი ოჯახის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიან. მიჩნდება ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზადაა ნებისმიერ პროვოკაციაზე წავიდეს და ის ამისთვის სისხლს არ მოერიდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.