IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შემთხვევას ეხმიანება.

“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ.

მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.”– წერს პრემიერი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება