Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს

მარშალ პრესი 08/12/2024
irakli kobakhidze

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.

„რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს.

რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე არჩევნები წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მინდა შეგახსენოთ ძალადობა, რომელიც განხორციელდა „პოსტვ“-ის და „იმედის“ ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ვინც ეს წინა ძალადობები არ დაგმო, იმისგან გუშინდელი ძალადობის დაგმობას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს
Next: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.