Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული – ეკა სეფაშვილი

მარშალ პრესი 08/12/2024
eka sepashvili

„ძალადობას გამართლება არ აქვს! ჟურნალისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე, სამართალდამცველზე, თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ძალადობა ერთნაირად მიუღებელია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი წერს.

მისი თქმით, ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული.

„თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია:
ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა;

ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის აგრესიის გამოწვევა უნდა;
ვისაც მტრის (შინაური თუ გარეული) წისქვილზე წყლის დასხმა უნდა;
ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა.

ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. იმედია, შესაბამისი ინსტიტუციები დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე და ყველა დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

P.S. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემას და მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს.
არჩევნებში დამარცხების აღიარება დემოკრატიის ნაწილია“, – წერს ეკა სეფაშვილი.

Continue Reading

Previous: ხდება ის, რაც დაწერილი იყო “ნაცმაიდანისათვის” დასავლეთის კაბინეტებში
Next: მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025