Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს

მარშალ პრესი 08/12/2024
dimitri khundadze

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში არსებული ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ერის დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი.

მისივე თქმით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას.

„დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ.
პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი და ნაკლებად ინფორმირებული ხალხი, სოციალურ ქსელებში აქტიურობით ამძიმებენ ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოს. ზოგი ამას გაუმართლებელი გულწრფელობით აკეთებს, ზოგი პოლიტიკური კეკლუცით, ზოგი ბულინგის შიშით და ზოგიც დაკვეთის შესასრულებლად “შრომობს”.
ამ ქაოსის დამკვეთებს, ქვეყნის შიგნიდან და გარედან ერთად, სურთ ჩვენი დაპირისპირება, ურთიერთობების ნგრევა ახლონათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებამდეც კი. ნაწილობრივ ამას აღწევენ კიდეც. ბავშვებსაც მიადგნენ.
არ ინდობენ მოზარდების ფსიქო-ემოციურ გარემოს, რაც სახიფათოა პირველ რიგში მათთვის.

საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც ამა თუ იმ ფორმით ამას ახალისებს, უნდა იცოდნენ,რომ ქმნიან ომის საფრთხეს, არყევენ მზარდ ეკონომიკას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის სტაბილურობას და მის დამოუკიდებლობას. აფერხებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს. ხელს უწყობენ რწმენისა და ოჯახური ფასეულობების განადგურებას, ლგბტ პროპაგანდას და თაობათაშორისი ურთიერთობების მოშლას.
დროა დავფიქრდეთ და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ სამშობლოს,“- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, მეტი ცხედარი უნდათ ამ სვავებს, ქმედებაა საჭირო და განეიტრალებაა საჭირო იმ ძალების, რომლებიც ასე დაუფარავად ცდილობენ ხალხის ემოციებით თამაშს
Next: ხდება ის, რაც დაწერილი იყო “ნაცმაიდანისათვის” დასავლეთის კაბინეტებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025