Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, ვიღაცას ჰგონია, ამით ვითომ “ოცნების” ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

მარშალ პრესი 08/12/2024
mamuka

ჩემი სუბიექტური აზრია და მერე ამას გამოძიება დაადგენს დარწმუნებული ვარ და უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ ჭირდება იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი პროცენტიც კი რომ იყოს ალბათობა, ამ საქციელით ვინმეს ჰგონია “ქართული ოცნების” ან ხელისუფლების” მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა, არის მავნებელი და ამ ძალადობით რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

“ამას გამოძიება ჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან “ოცნებისკენ” ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით – მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი – მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ეს ახლა პროვოკაცია არ არის? ეს არ არის დადგმული ძალადობა? – დავით ქართველიშვილი ეხმიანება ტვ “პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას
Next: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, მეტი ცხედარი უნდათ ამ სვავებს, ქმედებაა საჭირო და განეიტრალებაა საჭირო იმ ძალების, რომლებიც ასე დაუფარავად ცდილობენ ხალხის ემოციებით თამაშს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025