IMG.GE IMG.GE

6 ივლისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების მინისტრებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას სამინისტროში შეხვდება, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.​

პანდემიის დაწყების შემდეგ, უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი პირველია, ვინც საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოდის.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება