Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ

მარშალ პრესი 06/12/2024
kakha kaladze

„ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის ამოჭრილი და გადამონტაჟებული. 

„ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, რომლებიც საზოგადოებას უმალავენ სიმართლეს. გაჩვენებთ ვიდეო როგორ არის დამონტაჟებული, თითქოს მე პოლიციელებს მოვუწოდებ იმისკენ, რომ ძვლებში დაამტვრიონ მომიტინგეები. რეალურად, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ვსაუბრობ შემდეგს:  „გაბედოს და ევროპის რომელიმე ქვეყანაში, გინდ ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ აქციის ზოგიერთი მონაწილე აკეთებდა. ნახეთ რას უზამდა, ძვლებში დაამტვრევენ“. ეს ვიდეო არის „დაჩეხილი“. 

ხედავთ, რას კადრულობენ. ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა. მგონი ყველაფერი ცხადია. არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება დააპირისპიროს, ახალგაზრდები გამოიყენოს სათავისოდ და პირდაპირ გაწიროს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თვითონ მოკალათებულები იყვნენ თბილად ოფისებში, ცხელი ყავა-ჩაი, ცხელი შოკოლადი მიირთვან და ახალგაზრდებს აყენებდენ წინა ფლანგზე, მოუწოდებდნენ, რომ იძალადონ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, გთხოვოთ ახალგაზრდებს, არ მისცეთ ამ უსამშობლო აგენტებს უფლება, რომ გამოგიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

Continue Reading

Previous: ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “ფორმულა”იხურება
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025