Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ კურსის არარსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ, ოპოზიციის, რომლისთვისაც საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით თამაშობენ

მარშალ პრესი 06/12/2024
davit chikhelidze

 

როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, საპროტესტო აქციებზე გამოსულმა ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ოპოზიცია მათ საზარბაზნე ხორცად და სასარგებლო იდიოტებად თვლის, ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული 23 ადამიანიდან, პოლიტიკოსი არც ერთი არ არის.

“როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი.
ერთი მარტივი კითხვა მაქვს ადამიანებთან, რომლებიც ქუჩაში დგახართ და სახელმწიფოს მიერ კურსის არ არსებულ შეცვლას აპროტესტებთ, ვის მხარეს ხართ? ოპოზიციის რომლისთვისაც თქვენ საზარბაზნე ხორცი და გამოყენებადი იდიოტები ხართ? მხოლოდ ერთ ფაქტს გეტყვით, ამ დროის მონაცემებით შსს-მ სისხლის სამართლის ბრალდებით 23 პირი დააკავა, რაც ნიშნავს, რომ მათ წინაშე ციხეში ყოფნის რამდენიმე წლიანი პერსპექტივა იშლება.

აღნიშნული 23 ადამიანიდან, რამდენი არის პოლიტიკოსი? რამდენი არის პოლიტიკური ლიდერი რომელიც თქვენ გმოძღვრავთ? არცერთი! დაფიქრდით, ოფისებში თბილად მოკალათებული ადამიანები თქვენი ბედით და ცხოვრებით თამაშობენ, თქვენში აგრესიას, ძალადობას და ბოროტებას აღვიძებენ. ცოტა იაზროვნეთ, ეს თქვენ და ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, საქართველო თითოეული ჩვენგანის არის.

როცა ხელში მოლოტოვის კოქტეილს ან პიროტექნიკას აიღებ გახსოვდეს, მას არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ საქართველოს, შენს სამშობლოს ესვრი. ნუ იქნები საკუთარი ქვეყნის მტერი. რით განსხვავდება თქვენი ქცევა დამპყრობლების ქცევისგან? ისინიც მოდიოდნენ, ქვეყანას ანგრევდნენ წვავდნენ და მიდიოდნენ. თქვენს ანგრევთ და წვავთ საქართველოს. ის რასაც თქვენ აკეთებთ არა პატრიოტიზმი, არამედ ქვეყნის მტრობა არის!

\ რა თქმა უნდა ყველას არ ეხება” – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება ხდება უცხოური დაფინანსებით, ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და საზოგადოებაში სიძულვილის დათესვა
Next: პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025