Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobaxidze

ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სათანადო რეაგირება.

 „ოფისებში შემალული პოლიტიკოსები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო. ყველამ დაინახა, რომ რეალურად ძალადობის მთავარი კერა იყო სწორედ პარტიული ოფისები.

როგორც კი ჩვენ შევედით ოფისებში, როგორც კი გავანეიტრალეთ ძალადობის კერა, ძალადობის წყარო, მაშინვე დასრულდა ძალადობაც. ამ პოლიტიკოსებს და შესაბამის პარტიებს, საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, რომელიც არის არსებითად ოთხი პარტიის წარმომადგენელი, მათ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობა, რაც არის საქართველოს  კონსტიტუციით გათვალისწინებული უკანონო, არაკონსტიტუციური ქმედება და ამას სჭირდება სატანადო რეაგირება.  “, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა იკადრეს ყველაფერი, უკადრებელი, ისინი შეეხნენ ადამიანების ღირსებას, ძალადობდნენ ყველა თვალსაზრისით, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ადამიანებზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე არაპოლიციელებზე
Next: გულწრფელ ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო საჯარო დისკუსიაში ჩართვა, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში, ნებისმიერ ფორმატში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.