Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას, თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“

მარშალ პრესი 06/12/2024
irakli kobakhidze

ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, რომელიც სახის დამალვის შესაძლებლობას იძლევა.

„ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა, რომ შეიძლება, არც ყოფილიყო მიზანშეწონილი ამომცნობი ნიშნების დატანა შესაბამის ფორმებზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, როგორც არის სახის დამალვის საშუალება და ა.შ. ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, რომ სწორედ იმიტომ ეკეთათ ნიღბები იქ მისულ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ანუ მოძალადე „ნაცებს“, რომ მათ ჰქონდათ მზაობა ძალადობისთვის. ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე. პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს
Next: თემურ ჭყონია გაიფიცა? კოკა-კოლის ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა? -ა, არა? ყველაფერი გასაგებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.