Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი, მათი ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული პარტიული აქტივი, თუმცა ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

მარშალ პრესი 05/12/2024
irakli kobakhidze

თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, თუმცა არა მხოლოდ ოპოზიციის, ასევე მათი პატრონების, ვხედავდით, რომ მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული სისტემურ, უხეშ ძალადობას თბილისის ქუჩებში. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა.

რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია, „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული
Next: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა დავით კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025