Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

მარშალ პრესი 05/12/2024
irakli kobakhidze

როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში.

„სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და თქვენ ხედავდით, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. “, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ერთი საუკუნის წინ – მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც
Next: თბილისის ქუჩებში ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს არაევროპულად მოქმედი „ნაცი“ მოძალადეები, თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმით, რაც საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის გააკეთეს, თითოეულ „ნაცს“ საკადრისი პასუხი გაეცემა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025