Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში, ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სამართლის უზენაესობისა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მათი მთავარი ხელწერა

მარშალ პრესი 05/12/2024
irakli kobakhidze

ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ჩავარდნილი „ნაცმაიდანი“ და აღნიშნა, რომ რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო.

„ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში.

რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო. ხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ 6-7 დღის განმავლობაში, ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ საბოლოო ჯამში ძალადობის აღკვეთას.

აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ, ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ, ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა რამდენიმე დღეში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდანაც. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს, არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას. ძალადობენ და საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ფიზიკური ძალადობის რესურსის ამოწურვის შემდეგ, გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და დაიწყეს სიების გამოქვეყნება, თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ვპირდებით ყველას
Next: ბოლო მოეღება კოაბიტაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სრულად დავამთავროთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025