Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით, მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს

მარშალ პრესი 05/12/2024
irakli kobakhidze

მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს.

„მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირველი, ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში ვგულისხმობ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ ასე რადიკალები და მათი პატრონები „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მათ სურდათ საქართველოში გაუმჭვირვალედ მოეწყოთ რევოლუცია
Next: ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025