Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: პრიმიტიული და მდარე ფეიკებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ

მარშალ პრესი 06/06/2022
მამუკა მდინარაძე

„დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი ფეიკკამპანია მდგომარეობს იმაში, რომ უბრალოდ ALDE-ს ყრილობა იყო და იყო საშუალება, დაეინიცირებინათ რაიმე სახის რეზოლუცია, მათ შორის ის, რაც დააინიცირეს. სოციალისტების ყრილობა არ ყოფილა და ბუნებრივია, ვერ დაინიცირდებოდა. რატომ არ აინიცირებს მმართველი გუნდი – აი, ასეთი პრიმიტიული და მდარე ფეიკებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ“, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციას სიცრუეზე აგებული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი თხოვნა ამ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება, გარკვეულწილად ფორმალურადაც კი მოგეჩვენოთ – უბრალოდ, უნდა გაჩერდნენ. თუ ვინმეს თავისი სამშობლოს სიყვარული ყველაზე პოზიტიური გაგებით აიძულებს, რომ დაანებონ თავი იმ სქემაში და გეგმაში მონაწილეობას, რომელიც ერთი მხრივ, ითვალისწინებს ჩემთვის პირადად იმ უტოპიურ დაშვებას, რომ უკრაინასა და მოლდოვას მისცენ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა და ამის შემდეგ მათი გეგმა გრძელდება ასე – იქნებ, ამაზე გაბრაზებული ხალხით საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ და შემდეგ აქედან გაიხსნას მეორე ფრონტი, რომელზეც აქამდე ვერ ბედავდნენ საუბარს და ახლა არა მინიშნებებით, პირდაპირ ალაპარაკდნენ. ამ სქემაში და გეგმაში მონაწილეობაზე თუ უარს იტყვიან ისინი, თავად ამ გეგმის არსებობასაც აზრი დაეკარგება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: რას ითხოვს საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით. დეტალურად
Next: გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანს უნდა შეუწყდეს პატიმრობა იმისთვის, რომ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.