Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის“ რეალიზება საქართველოში, ეს არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა

მარშალ პრესი 05/12/2024
irakli kobakhidze

ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ პარტიული რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოთხივე ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული „ნაცმაიდანის“ მოწყობის მცდელობაში.

„ელენე ხოშტარიამ მისცა აღიარებითი ჩვენება, ჯერჯერობით ის არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, უფრო რთულია მის მიმართ შესაბამისი მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად, ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, აღიარებითი ჩვენება.

პოლიტიკურად მან დადო პირდაპირი აღიარება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ ძალადობის უკან იდგა თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი. ეს იყო მისი პარტიის რესურსი, ანუ გვარამიას პარტიის რესურსი, „ნაცმოძრაობის“ რესურსი, გახარიამ თავად აღიარა, რომ მისი ათეულობით მოძალადე აქტივისტი იყო დაკავებული ამ დღეების განმავლობაში, „ლელო“ იყო პირდაპირ ჩართული და ნახეთ კიდეც მათ შორის ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ლელოს საუბარს. ოთხივე ამ ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანების რესურსი იყო ჩართული იმ მცდელობაში, რასაც ჰქვია „ნაცმაიდანის“ რეალიზება საქართველოში.

საბოლოო ჯამში, ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნების პირდაპირი დარღვევა. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით კრძალავს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, თუმცა ეს პარტიები პირდაპირ წავიდნენ კონსტიტუციის ამ ნორმის წინააღმდეგ, რაც არის კონსტიტუციის უმძიმესი დარღვევა,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: “ბაიდენის პოლიტიკა ბოლო დღეებს ითვლის, საქართველო-ამერიკის მეგობრობა კი ხანგრძლივია. ნუ გაჰყვებით დროს!”
Next: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში თვისებრივად განვამტკიცეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალშიც ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეს ასპექტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025