Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება
მარშალ პრესი 05/12/2024
zurab kadagidze

ნეტა რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი არ დაუკავებიათ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძის თქმით, შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი, არავინ ზღუდავს აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს მას.

„ნეტავ რა მოხდა გუშინ, პირო-ტექნიკას და ასაფეთქებლებს არავინ ისროდა?! შესაბამისად, ძალოვნებთან დაპირისპირებაც არ მომხდარა, არც ერთი მშვიდობიანი მანიფესტანტი, არ დაუკავებიათ.

თურმე შესაძლებელი ყოფილა, მშვიდობიანი პროტესტი და არავინ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან კანონის ფარგლებში ყველანაირი პროტესტი შესაძლებელია და არავინ კრძალავს. მას შემდეგ რაც, პუტჩისტი პარტიებისა და მათი ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულ იქნა დიდი რაოდენობით პირო-ტექნიკა, “მოლოტოვები”, ნიღბები და უამრავი ნივთ-მტკიცება, რითაც ამ დღეების განმავლობაში, ექსტრემისტული ჯგუფები პოლიციასთან დაპირისპირებაში იყენებდნენ. შესაბამისად, ამოღებულია დანაშაულის საშუალებები, დაკავებული არიან ორგანიზატორები და დაწყებულია მათ წინააღმდეგ გამოძიება, პროტესტმა მშვიდობიანი ფორმა შეიძინა და არავის უსვრია, დაუწვავს და კონფლიქტში შესულა ძალოვან უწყებებთან,“- წერს ზურაბ ქადაგიძე

Continue Reading

Previous: ფაქტი სახეზეა, როგორც კი განეიტრალდა რადიკალების ბუდეები, როგორც კი ამოღებულ იქნა სხვადასხვა საშუალებები – პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, დააპატიმრეს ექსტრემისტები, აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო
Next: პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025