Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე

მარშალ პრესი 05/12/2024
lubosh blaha

J

დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში.

მანვე მოუწოდა ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას, დარჩნენ დემოკრატიულ პოზიციაზე და არ ჩაებან ომში.

„ევროკავშირს უნდა ომი რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ არ იქნებოდით საინტერესო მათთვის, თუ არ გამოგიყენებდნენ ინსტრუმენტად რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი რუსეთს ებმის. ევროკავშირს სურს კონფლიქტის ესკალაცია. სურს, რომ ქართველები და უკრაინელები ებრძოდნენ რუსეთს. ამ ყველაფრის უკან ეს გეოპოლიტიკური ინტერესები რომ არ ყოფილიყო გაცილებით უფრო ტოლერანტულები იქნებოდნენ საქართველოს მიმართ. შეხედეთ უკრაინას, უკრაინელები იღუპებიან ომში რუსეთის წინააღმდეგ, რაც აშშ-ის და დასავლური ქვეყნების ინტერესებში შედის. ამერიკელები და ევროპელები არ იღუპებიან, უკრაინელები იღუპებიან და იგივეა თქვენთვისაც გათვალისწინებული, თუ თქვენც ამ ომში ჩაგითრევენ. ქართველები დაიღუპებიან, არც ევროპელები, არც ამერიკელები. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ ეს ჭუჭყიანი ომი აწარმოონ და ამიტომ არიან ასეთი გაცოფებულები თქვენზე.

თქვენ პრაგმატული ლიდერები გყავთ, არ გსურთ ომი და გსურთ რაციონალური ურთიერთობები ყველასთან, მაგრამ დღეს დასავლეთ ევროპაში ისინი იმპერიულად იქცევიან, თვლიან, რომ მსოფლიო ბატონები არიან. დარჩით თქვენს პოზიციებზე, სხვა შემთხვევაში ჩაგითრევენ ომში. არავის სურს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, სიკვდილი და ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაბმა. იდექით ძლიერად, დაიცავით დემოკრატია. გარეთ ბავშვებს რომ ვხედავ, სლოვაკეთში, უნგრეთში იგივე ხდებოდა, ისინი ცდილობდნენ შეეცვალათ არჩევნების შედეგები. მაიდნების და კლუბების ორგანიზებაში ძლიერები არიან, მაგრამ ეს არ არის დემოკრატიული ქცევა. თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ ვერ გაიმარჯვებენ და ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ყველა თავისუფალი ადამიანისთვის ევროპაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ბლაჰამ.

Continue Reading

Previous: უდიდესი სიამაყეა, როდესაც საქართველოს პოლიციის ქმედებას ვუყურებ! სამსახურებრივად გამართული, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული ქმედებები! ეს არის, ხელმძღვანელობის და თანამშრომლების უმაგრესი მუშაობა!
Next: წუხელ, ხელისუფლების მიტაცების მსურველ უსამშობლოთა მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა მშვიდობიანად ჩაიარა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ე.წ. პარტიებიდან კონფისკირებულია ძალადობის საშუალებები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025