Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბიშვილს საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ

მარშალ პრესი 05/12/2024
viktor

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მოწოდებები ბავშვების მიმართ, რომ აქციაზე გავიდნენ სამარცხვინოა.

ვიქტორ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი შვილები უსაფრთხოდ ჰყავს გადამალული, სხვის შვილებს კი მოუწოდებს აქციაზე გავიდნენ, სადაც შესაძლოა დაზიანდნენ. დეპუტატის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საკუთარმა ამომრჩეველმაც უნდობლობა გამოუცხადა და ახლა მისი პრეზიდენტობის ვადაც გადის. „ის, რაც ჩვენმა ე.წ პრეზიდენტმა განაცხადა არის წარმოუდგენელი.

“საკუთარი შვილები გადამალული ჰყავს და სხვის შვილებს ეძახის აქციაზე, სადაც შეიძლება დაზიანდნენ. ვინც აირჩია ეს ქალბატონი პრეზიდენტად, უკვე უნდობლობა გამოუცხადეს. მინდა მივმართო, როგორც დედას – არ გრცხვენიათ ქალბატონო სალომე? დღეს მასში დედა ვერ დავინახე.

როგორ შეიძლება არასრულწლოვანებს, ბავშვებს მოუწოდო გამოდითო აქციაზე, სადაც შეიძლება დაშავდნენ. საზღვარი აქვს ყველაფერს, ქართველები ვართ ჩვენ და რაღაცებს ჩვენს თავს არ ვაკადრებთ. ოთხი პარასკევი დარჩენია, 14 – ში ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს და დასრულდება მისი დრო,“- აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა – ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა
Next: უდიდესი სიამაყეა, როდესაც საქართველოს პოლიციის ქმედებას ვუყურებ! სამსახურებრივად გამართული, ჰუმანურ პრინციპებზე აგებული ქმედებები! ეს არის, ხელმძღვანელობის და თანამშრომლების უმაგრესი მუშაობა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.