Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

მარშალ პრესი 06/06/2022
მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მალდივის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაცია, რომელიც, ძირითადად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან, ასევე, კანონმდებლობის აღსრულების პროცესში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობასა და მათი გამოყენების არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობის მოდელი კანონმდებლობის შემუშავებისა და შემდგომი აღსრულების პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, რომელმაც ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში მთავრობის საქმიანობის, ბავშვთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც.

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებში აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
Next: რას ითხოვს საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით. დეტალურად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.