IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თანაინვესტირების ფონდი სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე მიუთითებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, კერძოდ, საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით „წყალი ივანიშვილისთვის“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპასთვის“ სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღნიშნული მტკიცების დასაზუსტებლად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წარმომადგენლები არ დაკავშირებიან არც თავად აღნიშნული სასტუმროს და არც ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს „პარაგრაფი რეზორტი და სპას“ გააჩნია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც კერძო ხარჯებით იქნა უზრუნველყოფილი. საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, სასტუმრომ დაამონტაჟა გამწმენდი შენობა-ნაგებობა, ხოლო წყალმომარაგების კუთხით, მოწყობილია სამი, 60 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი, რომელიც ექპლუატაციაში სასტუმროს გახსნამდე ერთი წლით ადრე, კერძოდ 2016 წელს გაეშვა.

სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“ წყალმომარაგების ქსელზე დაერთდა ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, სატესტო რეჟიმისთვის, რომლის გამოყენებაც ამჟამად არ ხდება, ვინაიდან სასტუმრო დღემდე სრულიად მარაგდება დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE