Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოლოდინი, რისი აუცილებელი პირობაც იყო, რომ უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს

მარშალ პრესი 03/12/2024
mamuka mdinaradze

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, მათ შორის, თითოეულ პოლიციელს, უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა უწყებების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან თავისი სამშობლოს სადარაჯოზე, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, როდესაც ამის საჭიროება მომეტებულად არის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ვიღაცებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოხდებოდა, რაც ვერ მოახერხეს და ცალკეული პრობლემების მიუხედავად, ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს.

„ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში „ნაცმაიდნის“ მოლოდინი, რისი აუცილებელი პირობაც იყო, რომ ამ დღეებში რაც დაგეგმილი იყო 16-20 დეკემბრისათვის, მაგრამ გადმოიწია ამ დღეებში, უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება და გვაქვს ცალკეული პრობლემები და რიგ შემთხვევაში ამას ძალიან ტენდენციური ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეს იქნება განათლების სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები თუ პოლიციელი, რომელიც ამდენი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას და მოთმინებით იცავს თავის ქვეყანას.

არის ხოლმე სამწუხარო ინციდენტები, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას შეეხება, მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება აქაც. იქ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი და მგონია, რომ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
Next: შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.