Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, როგორ იქცეოდა აქციის მონაწილეთა ნაწილი, აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები

მარშალ პრესი 03/12/2024
kakha kaladze

ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას არც ქვეყნის გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიეცა ძალადობრივი ხასიათი, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო ძალადობრივი შეკრებები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები. ცხადია, ყველაზე საუბარი არ მაქვს, მაგრამ აშკარად იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს უვარდებოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღარაა საუბარი, პირდაპირ ქვების, „პეტარდებისა“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა იყო. ბრუტალური ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გადატრიალება და რევოლუცია მოაწყოს, ხალხი დააპირისპიროს, პოლარიზაცია გააღრმაოს. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, არც გარედან, არც ქვეყნის შიგნით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ. „უკრაინიზაციის“ განხორციელების შესაძლებლობას ვერავინ შეძლებს. ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous:  უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი – ირაკლი კობახიძე
Next: უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.