Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ

მარშალ პრესი 03/12/2024
zaal anjaparidze

ის, რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

მისივე თქმით, ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო “nobody” და უცებ გახდა “somebody,” უკურნებელი სენია.

„იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი – ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტადო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ ასე იყო და შეცდომა აღიარებულია.

თუმცა, ის რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა – როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, “თავკონტროლი აქვს დაკარგული.”

მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო “nobody” და უცებ გახდა “somebody,” უკურნებელი სენია.

არ ვიცი ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს, იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ეს არის დასტური იმისა, რომ უდიდესი ბლეფი და ტყუილია თითქოს სამასი ათასი ხმით გააყალბა ხელისუფლებამ არჩევანი. ეს არის მცდელობა რომ არჩევნების, გარეშე ტყუილით მიიტაცონ ხელისუფლება
Next: საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.