Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, როდესაც ამაში პრეზიდენტიც ერთვება

მარშალ პრესი 02/12/2024
dimitri khundadze

„[რასაც აქციაზე ვხედავთ], არის მასიური, ისტერიული ფსიქოზი. იქ ვუყურებთ ადამიანების ნაწილს, რომელთა ქცევაზეც ჩნდება ეჭვი, რომ ეს არ არის ადეკვატური. ამის შეფასება საკმაოდ რთულია და მას დარგობრივი სპეციალისტი უკეთ დააზუსტებდა“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შეფასებისას.

მისი თქმით, მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ აქციაზე შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, რადგან მასში პრეზიდენტიც ერთვება.

„გამოსავალი შემდეგშია: როცა ინფექციას აქვს პანდემიური მასშტაბი, ასეთ დროს ყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ, ამ შემთხვევაში საზოგადოებას ავტომატური დაცვის მექანიზმი გაუჩნდება. სხვათა შორის, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან სოციალურ ქსელში ფერისცვალება აშკარად შესამჩნევია. ბუნებრივია, რომ ჯანსაღ საზოგადოებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და გარკვეული შიშიც კი უჩნდება.

ასევე, მიმდინარე პროცესში მეტად სახიფათო და საყურადღებოა ის, რომ შეინიშნება პოლიტიკური პედოფილია და ეს კიდევ უფრო მძიმე ხასიათს იღებს, როდესაც ამაში პრეზიდენტიც ერთვება. სალომე ზურაბიშვილმა დღეს არასრულწლოვანებს პირდაპირ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გახსოვთ გრიგორიადისიც, რომელსაც თავისუფლება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის გამო აღეკვეთა, სალომე ზურაბიშვილმა კი ის შეიწყალა. ამით პრაქტიკულად წაახალისა და ლეგიტიმაცია მისცა იმას, რომ აქციაზე ყველანაირი ძალადობის ფორმა მისაღებია, ამის ცუდ შედეგს კი დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Next: ვისაც არ გჯეროდათ და გაფრთხილებდით, რომ ამათ “ტრუპი” უნდოდათ – ედიშერ გვენეტაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025