Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური

მარშალ პრესი 02/12/2024
irakli kobakhidze

მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი.

„ესენი არიან ამორალური ადამიანები. როცა ბავშვს რთავ პოლიტიკაში, როცა ბავშვი მიგყავს ძალადობრივ მიტინგზე, წინასწარ ხომ იციან, რომ მიტინგები იგეგმება ძალადობრივად და როდესაც სკოლის ბავშვები გინდა, რომ მიიყვანო ძალადობრივ მიტინგზე, ეს უბრალოდ არის ამორალური, თუმცა ამ ქალბატონს, როგორც გაირკვა, არასდროს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია მორალი, არავითარი თვალსაზრისით და დღესაც ავლენს საკუთარ ამორალურობას. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის პოსტზე, ფორმალურად, მაგრამ როგორც არის, მას აქვს დარჩენილი ზუსტად ოთხი პარასკევი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ყველას დავიცავთ ლიბერალური ფაშიზმისგან, იქნება ეს საჯარო მოხელე, სკოლის პედაგოგი, უნივერსიტეტის ლექტორი, მოსწავლე, სტუდენტი, თუ ჟურნალისტი, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა
Next: არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.