Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში

მარშალ პრესი 02/12/2024
irakli kobakhidze

ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, გვაქვს სერიოზული გეგმები, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე.

„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავის საცურაო აუზით და თავისი სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 4%-იან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი
Next: ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს დასკვნა რა თქმა უნდა, არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას დაეყრდნობოდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.