Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, სამწუხაროა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის

მარშალ პრესი 02/12/2024
irakli

პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის არის უბრალოდ შეუძლებელი, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის.

„რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. თქვენ წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა.

ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა,“ – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!
Next: სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, იქამდე არაა და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები, ნუ შეგვჭამეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.