Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამერიკაში ჩვენი ელჩის გადადგომა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი – ზაალ ანჯაფარიძე

მარშალ პრესი 02/12/2024
zaal anjaparidze

მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას.

მისი განცხადებით, ელჩი ვალდებულია, გაუძლოს სტერსულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა რაც არ უნდა მოხდეს. ანჯაფარიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიცია ტრამპის გარემოცვასთან კონტაქტებს უკვე ეძებს, ამიტომ, საჭიროა აშშ-ში ახალი ელჩის დანიშნვა.

“მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს.

ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ, ვფიქრობ ბევრ ახსნას არ საჭიროებს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: აგენტ ოპოზიციას არ სურს 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის გაცხადება და ამიტომ მათთვის ოდესღაც საფიცარი ეუთო/ ოდირი, დღეს კეთროვანი გახდა
Next: სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო რეჟიმი – არა! პირდაპირი ფრენები – არა! – მაშინ რა შეჩერდა? არც არაფერი!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.