Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო

მარშალ პრესი 30/11/2024
irakli kobakhidze2

ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა.

„ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ ისინი გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, მაშინ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ ასეთი განცხადება. თუ ასეთი რამ არ არის დაგმობილი, მაშინ არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ადამიანებს აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია
Next: 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025