Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე, ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები

მარშალ პრესი 30/11/2024
irakli kobaxidze

არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას – კოორდინირებული მოქმედებაა რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა, იგივეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

„არიან ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან არჩევნებში დამარცხებას. აქ კოორდინირებული მოქმედება არის, რადიკალურ ოპოზიციასა და გარეთ მათ პატრონებს შორის. ევროპარლამენტარები თავს ესხმოდნენ ეუთოს, იმის გამო, რომ მან აღიარა არჩევნების კონკურენტულობა. იგივეს აკეთებენ აქ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების თაობაზე.

ერთადერთი, რაც გაყალბდა ამ არჩევნებზე, იყო „ნაცმოძრაობის“ ეგზიტპოლები. „ედისონის“ და „ჰარისის“ ეგზიტპოლები. მანამდე გააყალბეს პივიტი, ოთხი წლის წინ, ახლა პივიტი ვეღარ გააყალბეს, მაგრამ გააყალბეს ორი ეგზიტპოლი. ეს არის რეალურად გაყალბებული 2024 წლის საარჩევნო პერიოდში. ოპოზიცია თვითონ აღიარებს მაღალ აქტივობას, რომ მოვიდა ორ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

პირდაპირ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი წარმომადგენლების ციტატები. მაგალითად, გახარიას პარტია – ჩვენი 161 600 ამომრჩეველი – ამას ამბობს პარტიის წარმომადგენელი. პირდაპირ აღიარებენ, რომ მათი არც ერთი ხმა არ გაყალბებულა. ასევე, ლელო ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აიღეს დაახლოებით 200 000 ხმა. არის დარჩენილი გაყალბებული ეგზიტპოლები, რომელიც ამბობს იმას, რომ არ გაგვიყალბებია „ლელოს“ და გახარიას ხმები, მაგრამ მარტო მიზანმიმართულად გავაყალბეთ „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ ხმები, რაც ტექნიკურადაც კი შეუძლებელია. ერთმანეთთანაც კი წინააღმდეგობა არსებობს ორ გაყალბებულ ეგზიტპოლს შორის. გაყალბებაშიც კი არ ჰქონდათ კოორდინაცია, რაც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მთავარია ჩვენ დავგმოთ ძალადობის ინიცირება, თუ არ იქნება ინიცირებული ძალადობა, არავითარ ძალადობას არ ექნება ადგილი
Next: ჩვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით, მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ვალდებულებებს და ეს არის ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025