Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციის ტელევიზიები უკვე სატელევიზიო ეთერით ასწავლიან ახალგაზრდებს რევოლუციის სტრატეგიას. რომელ ევროპულ ქვეყანაში ხდება სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის?

მარშალ პრესი 30/11/2024
tamar chiburdanidze

„საქართველო ხომ საცდელი ბაზაა ლიბერალებისთვის, აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ღიად დაანონსებული რევოლუციები და სატელევიზიო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები სახელმწიფოს დაიცავენ იმ კოშმარისგან, რაშიც უცხოური ფულით გაზრდილი თაობა გვაცხოვრებს.

„გაოგნებული ვარ მართლაც ასეთი “დემოკრატიით”. ოპოზიციური ტელევიზიები დილიდან წვრთნიან ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერით, როგორ უნდა შეიმუშაონ რევოლუციური სტრატეგია, ვინ სად უნდა დადგეს აქციაზე, ვინ უნდა შეეჯახოს პოლიციას, რა უნდა ესროლონ და ა.შ.

გაოგნებულია მოსახლეობა, რა ხდება ქვეყანაში? რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ სატელევიზიო წვრთნები სახელმწიფო გადატრიალებისთვის? საქართველო ხომ საცდელი ბაზაა ლიბერალებისთვის, აქ ყველაფერი მოსულა, მათ შორის ღიად დაანონსებული რევოლუციები და სატელევიზიო ტრენინგები ახალგაზრდებისთვის. იმედია, ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები გამოიყვანენ ხალხს ამ შოკიდან და სახელმწიფოს დაიცავენ იმ კოშმარისგან, რაშიც უცხოური ფულით გაზრდილი თაობა გვაცხოვრებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: რუსთაველის გამზირზე ყოფნისას მათი იურიდიული სტატუსი უნდა განისაზღვროს როგორც “დემონსტრანტი” და არა როგორც “ჟურნალისტი”.
Next: საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება- პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.