IMG.GE IMG.GE

26 თებერვლის შემდეგ პირველად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის საერთო რიცხვი 724-ს შეადგენს.

ქვეყნის მასშტაბით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 879-ია.

„გუშინ იყო 879, ახალი შემთხვევა არ გვყავს, კვლავ გვრჩება 879 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, გუშინდელის შემდეგ 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, 704 იყო და ახლა 724-ს შეადგენს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 141 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება