დავით ზალკალიანი – მზად ვართ დიალოგისთვის და ევროპარლამენტარების მხრიდანაც დღეს იგივე მზაობა მივიღეთ

203
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მზად ვართ დიალოგისთვის და ევროპარლამენტარების მხრიდანაც დღეს იგივე მზაობა მივიღეთ, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტარების თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მიმდინარე წლის ივლისში ჟან-მონეს დიალოგის ფარგლებში ესტუმრებიან.

„ყოველთვის, ევროპარლამენტარების ვიზიტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამაზეც მიდის მუშაობა. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი ჩვენს პარლამენტარებთან და ვფიქრობ, რომ მათაც უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებში. ისინი საქართველოს მეგობრები არიან, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მხარდამჭერები. ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა დღეს ევროპარლამენტში, საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური, გულწრფელი, ღია საუბარი იყო მეგობრებთან. ჩვენ ერთმანეთთან დასამალი არაფერი არ გვაქვს. ღია ვართ ამ დიალოგისთვის და მათი მხრიდანაც იგივე ღიაობა მივიღეთ დღეს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება