Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

მარშალ პრესი 29/11/2024
mamuka mdinaradze

ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი! – წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე. მანვე აღნიშნა, რომ ამავე დროს ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია.

„1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!

კიდევ უფრო მოკლედ:

ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!

2. ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.
ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

Continue Reading

Previous: მოლაპარაკების გახსნის საკითხი პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ, 4 წლის თავზე ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული
Next: ხვალვე გაგვიხსენით მოლაპარაკებები და მიგვიღეთ, მაგრამ ამ საკითხისა და დაფინანსების შანტაჟისთვის გამოყენებას არ დავუშვებთ- გვაქვს მიზანი, 2030-სთვის საქართველო ყველაზე მეტად იყოს მზად ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025