Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება

მარშალ პრესი 29/11/2024
irakli

ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, რა იგულისხმება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმაში იმ შემთხვევაში, თუ ქცევის ცვლილება არ იქნება ელჩის მხრიდან, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება.

„პირველ რიგში, საუბარია ასეთ ნაბიჯზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის, ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ, უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია.

ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ, რა თქმა უნდა, თავს ვიკავებდით, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!
Next: ჩემი მოწოდებაა ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.