ევროკავშირის პოლიტიკური სიმულაციის და შანტაჟის პერიოდი ხელისუფლებამ დაასრულა, მაგრამ არ დასრულებულა ევროპისკენ სვლა. ეს უკვე ნამდვილად იქნება “ღირსებით ევროპისკენ“

IMG.GE

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, მაშინ როცა ევროპას არ ესმის ქართველი ხალხის ხმა და ცდილობს საკუთარი სურვილისამებრ მართოს საქართველო, ხელისუფლებისგან ღირსეულ პასუხს იღებს.

„ქართველი ხალხის ნება – გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ყოფილა ამ მიზნის მიღწევა ყველანაირი შეურაცხყოფის ფასად.“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ბევრი ტყუილის, შანტაჟისა და დაცინვის მიუხედავად ხალხი არ მოტყუვდა და უცხოეთს არ დაემორჩილა. ექსპერტის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად პრინციპულობა, ღირსეულობა და თავმოყვარეობაა მთავარი.

თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური შანტაჟის ეპოქა დაასრულა და ისევ აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას. მისი თქმით, საქართველომ საკუთარი წესებით დაიწყო პოლიტიკური თამაში, ეს კი არ აწყობთ უცხოელ აქტორებს და მათ აგენტურას.

“როდესაც ევროპას არ ესმის ქართველი ხალხის ხმა და ცდილობს საკუთარი დღის წესრიგით მართოს ჩვენი ქვეყანა, იღებს იმას, რაც გუშინ მიიღო – თავმოყვარე ერის მიერ არჩეული ხელისუფლების ღირსეულ პასუხს.

ქართველი ხალხის ნება – გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ყოფილა ამ მიზნის მიღწევა ყველანაირი შეურაცხყოფის ფასად. რა არ გვაკადრეს, როგორ არ დაგვცინეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, მაგრამ ხალხი არ მოტყუვდა და არც თავი დაუხარა უცხოეთს. დღეს ქვეყნის სიმცირე აღარ არის განმსაზღვრელი საერთაშორისო პოლიტიკაში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, მთავარია, იყო პრინციპული, გონიერი და თავმოყვარე, და რაც მთავარია, სწორად გამოიყენო შანსი.

ევროკავშირის პოლიტიკური სიმულაციის და შანტაჟის პერიოდი ხელისუფლებამ დაასრულა, მაგრამ არ დასრულებულა ევროპისკენ სვლა. ეს უკვე ნამდვილად იქნება “ღირსებით ევროპისკენ”. მათხოვრული ყოფა ვერ იქნება საქართველოს იმიჯი ევროკავშირში. ამ სახით შესვლა, კიდეც რომ აფართოებდნენ ახლა ევროკავშირს, მიუღებელია ყველა ღირსეული ერისთვის.

როგორც იქნა, ჩვენმა სახელმწიფომ დაიწყო საკუთარი დღის წესრიგით პოლიტიკის მართვა და ეს არის მთავარი. ბუნებრივია, ეს არ აწყობთ იმ უცხო ძალებს და მათ აგენტებს, ვისთვისაც საქართველო დღემდე სათამაშო თოჯინა იყო.

თამაში დასრულდა. ახლა საკუთარი ბედის განმგებნი თავად ვართ. როდესაც ეს არ გახარებს, ესე იგი სულით მონა ხარ და რაც უფრო მეტს დავინახავთ ასეთს, მით უფრო გამჭვირვალე იქნება ქართული საზოგადოება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

IMG.GE
გაზიარება