Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპროტესტო აქციაზე დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, მათ ნაწილს მძიმე დაზიანებები აქვს

მარშალ პრესი 29/11/2024
shss

აქციის  მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32
თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები
თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს
ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1
სამართალდამცველი.”- ამის შესახებ განცხადებას შინიაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ
ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ
რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ
პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ
დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა
და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად.

სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ
აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს,
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში
რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს
ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა
ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის
საგნებსა და პიროტექნიკას.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით
დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე
ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების
შესაბამისად დაკავებულია 43 პირი.

აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით
მიმდინარეობს.”– ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია?
Next: უტიფრად ცრუობს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცეს წყვეტს, სინამდვილეში ევროკავშირმა რამდენიმე თვის უკან ოდნავ შეღებული კარი საგულდაგულოდ ჩარაზა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.