გამოკვლევებულები – რა მიზანს ისახავს “ნაც-ტელეარხების” ფაცა-ფუცით ჩატარებული “კვლევები”

628
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დაკვეთილი კვლევის შესახებ წერს:

“ნაცსექტის ე.წ. კვლევების მიზანია, რომ შექმნან ფსევდო-განწყობა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” 43%-იან ე.წ. ჩამკეტს ვერ მიაღწევს. საფუძველი (ესეც ფსევდო) უნდა შექმნან, რომ არჩევნები “კიდევ ერთხელ გაყალბდა” და ა.შ.
გვინახავს ეს პოლიტიკური “მულტფილმი”, რომლის ეპილოგი მრავალ ობიექტურ გარემოებათა გამო, ნაცოპოზიციის სამარცხვინო კრახით სრულდება.
ამ “მულწიკის” ერთ-ერთ სერიაში ურეიტინგო პარტიების ლიდერები დედაქალაქის “მერები ხდებიან”. 
კეზერაშვილის “ფორმულას” მიერ დაკვეთილი Edison Research-ის “კვლევის” შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 32%;
ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 24%;
გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 13%;
გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
ლელო – 4%;
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 3%;
დავით თარხან მოურავი & ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – 3%;
ლევან ვასაძე – ერი – 3%;
ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%;
გირჩი – 2%;
ანა დოლიძე – ხალხისთვის – 2%;
ალექსანდრე ელისაშვილი – მოქალაქეები – 2%;
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – გიგა ბოკერია – 1%;
ელენე ხოშტარია – დროა – 1%;
ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო – 1%;
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
ეკა ბესელია – სამართლიანობისთვის – <1%;
თავისუფალი საქართველო – <1%;
დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა <1%;
ზვიად ძიძიგური – კონსერვატიული პარტია – <1%.” – წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება